,,რუსეთმა მიზანში შესაძლოა, დასავლეთის კომერციული თანამგზავრები ამოიღოს”- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთის კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, მოსკოვისთვის სამიზნე გახდეს.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელის, კონსტანტინ ვორონცოვის თქმით, რუსეთმა შეიძლება, მიზანში ამოიღოს კომერციული თანამგზავრები, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ.

„კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება, გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე. დასავლეთის ქმედებები კოსმოსში მშვიდობიანი საქმიანობისთვის და ასევე დედამიწაზე მრავალი სოციალ-ეკონომიკური პროცესებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, და პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელ რისკებს აჩენს“, – განაცხადა ვორონცოვმა.

მსგავსი თემები