ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთში სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ სვირში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა, ერთი მხრივ, მოსახლეობას გაუადვილებს ტყეკაფებიდან საშეშე მერქანის გამოტანას, მეორე მხრივ, კი, ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. შედეგად, ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციის პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების, დახარისხებისა და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობების სამუშაოებს ატარებს. თითქმის ყველა რეგიონში ჯამში 40 „საქმიანი ეზოა“ მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობას შეუძლიათ მათთვის სასურველ პერიოდში საშეშე მერქანი შეიძინოს.

მსგავსი თემები