ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის ბრალდებები “ბინძური ბომბის” გამოყენებაზე, მცდარია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით,  იენს სტოლტენბერგთან საუბრისას „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები განიხილეს.

ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს.

„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.

 

მსგავსი თემები