პოლონეთი უკრაინელ ლტოლვილებს ვერ შეინახავს

პოლონეთის პირველი ქვეყანაა, რომელმაც,  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლტოლვილები ყველაზე დიდი რაოდენობით მიიღო. ამ დრომდე, პოლონეთი ათი ათასობით ლტოლვილს პატრონობდა, თუმცა, არსებულ ხარჯებს ვერ უმკლავდება.

შესაბამისად, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  ლტოლვილებს შეღავათის ნაწილი გაუუქმდება. პოლონური მედიის ინფორმაციით,  მთავრობა კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ლტოლვილებს საიდენტიფიკაციო ნომერს მიანიჭებენ.

„ვერ დავაფინანსებთ ლტოლვილების საცხოვრებლებს სამუდამოდ. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 80 000 ლტოლვილი, რომლებიც საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ“, – აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მომავალი წლიდან,  უკრაინელ ლტოლვილებს კომუნალური გადასახადების დაფარვა მოუწევთ.  საუბარია კომუნალურების  50 და 75%-იან დაფარვაზე. კერძოდ, ქვეყანაში 120 დღეზე მეტხანს მყოფმა ლტოლვილებმა გადასახადების 50% უნდა გადაიხადონ,  ხოლო 2023 წლის მაისიდან კი – 75%.

მსგავსი თემები