„უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები“ –  მოსამართლე ლევან მურუსიძე

მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც გუშინ  იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და უზრდელებს უწოდებს.

„ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ“ –  ასე პასუხობს  მურუსიძე საბჭოში მის არჩევაზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას.

„გამოდიოდნენ არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ კონკრეტულს არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია, მათი სახელი ლეგიონია. როდისმე NGO-ებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ? რაიმე დადებითი უთქვამთ სასამართლოზე? რასაც ისინი აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნის წინაშე და მართლმსაჯულების წინააღმდეგ. შევთავაზე მათ, რომ ერთმა NGO-მ მაინც იტვირთოს თავის თავზე, რომ სასამართლოში დადებითი რა ხდება იქნებ ამ კუთხით გვეთანამშრომლოს“ – აცხადებს მურუსიძე.

მისი თქმით, აწი თავის დაცვა არ გაუჭირდება.

„თუ არ იქნებით მზად თანამშრომლობისთვის და წავა ისევ მოსამართლეების ლანძღვა-გინება-ბულინგი, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს. მუშტი-კრივზე არ გადავალთ, დავიცავთ თავს ჩვენი კომპეტენციით, წესიერებით, პატიოსნებით“, – განმარტავს მურუსიძე.

მსგავსი თემები