სახალხო დამცველის მოადგილე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის

სახალხო დამცველის მოქმედ მოადგილეს და სახალხო დამცველობის კანდიდატს, დღეს, პარლამენტში მოუწია ეპასუხა კითხვაზე – არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი. კითხვა: არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები, კონკრეტულად კი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბურჯანაძეს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დაუსვა.

„ჩვენ ერთ საქმესთან დაკავშირებით შეფასება გვაქვს გაკეთებული, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა განხორციელდა და ეს საქმე ამ შემთხვევაში არის „კარტოგრაფების საქმე“, სადაც ჩვენ პირდაპირ დავადგინეთ, რომ სახეზე შეიძლება იყოს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ასეთი შეფასება არ გვქონია. ასე რომ, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია“, – განაცხადა სახალხო დამცველობის კანდიდატმა, რომელსაც დრეს პარლამენტში უსმენდნენ.

მაჭარაშვილის მორიგი კითხვა კი ოლიგარქიას ეხებოდა. კერძოდ, არის თუ არა ქვეყანაში ოლიგარქია.

„ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირმა გვითხრა, რომ პრობლემა გვაქვს. უთხრა, როგორც საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, სამივესთან მიმართებით თქვა, რომ განსახორციელებელია ამ კუთხით რეფორმები. მე ჩემი მანდატიდან გამომდინარე მეტ შეფასებას ამ კუთხით ვერ გავაკეთებ. მე მომხრე ვარ იმის, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს ზუსტად გავარკვიოთ და ვიმუშაოთ ამ კუთხით“, – განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტში.

მსგავსი თემები