,,სანქციები იქნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს”- ხატია დეკანოიძე

,,სანქციები იქნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს,”- ამის შესახებ „ნციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებლად იმუშავებენ სანქციების  მიმართულებით.

„სანქციების მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა, რომ სანქციები იქნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფოს სანქციებზე არავინ საუბრობს, საუბარია, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება უკრაინაში რუსეთს სამხედრო აგრესიის მიმართულებით, უნდა დაუწესდეს სანქციები“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები