ევროკავშირი უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

2023 წლიდან,  ევროკავშირი უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

დღევანდელი მონაცემებით კი უკრაინამ ევროკავშირისგან  19 მილიარდი ევრო მიიღო.

„ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირი მუშაობს,  როგორ დაეხმაროს უკრაინას წყლის, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში.

მსგავსი თემები