,,ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის ომის თანამონაწილე გახდა, ყველა, ვინც მონაწილეობს ამ ომში, პასუხს აგებს”- ოლივერ ვარჰეი

,,ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის ომის თანამონაწილე გახდა, ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსს, თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან, ყველა, ვინც მონაწილეობს ამ ომში, პასუხს აგებს,”- ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვარჰეი ბელარუსს  აფრთხილებს, არ მიიღოს პირდაპირი მონაწილეობა რუსულ ომში, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან სანქციები მოჰყვება.

„ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ზრდის გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თანამონაწილე გახდა. ევროკავშირმა კატეგორიულად დაგმო ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში, მოუწოდა ბელარუსს, თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან და შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, დაიცვას ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ამ დანაშაულებრივ ქმედებებში ქვეყნის შემდგომი ჩარევისგან. ევროკავშირი ახალი და ძლიერი შემზღუდავი ზომებით უპასუხებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ომში შემდგომი ჩათრევის შესახებ. ყველა, ვინც მონაწილეობს ამ უკანონო აგრესიულ ომში, ყველა ვინც დამნაშავეა ომის დანაშაულში, პასუხს აგებს“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მსგავსი თემები