პედოფილია ქუთაისში – გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში – გავრცელებული ინფორმაციით, პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა.  მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა,  თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთი არის გათავისუფლებული.

 

მსგავსი თემები