არსებული ინფორმაციით, ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულებს შორის ,,გრინ სერვის +”-ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძეცაა.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრინ სერვისი+-მა შეასრულა.

ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყებაში განცხადება 18 საათზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები