,,ნახაზი გვაქვს, სადაც მითითებულია რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო შადრევანში”- თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია კომპანია „მან ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული.

„ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. პროექტში გათვალისწინებული იყო ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია, რომ ჩაძირული უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ გარეთ ყოფილიყო, სხვა ტიპის ტუმბო უნდა ყოფილიყო.

ნახაზი გვაქვს, სადაც მითითებულია რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო, სად უნდა ყოფილიყო. მესამე ნახაზში, რომელიც დამოწმებულია ავტორის მიერ, ნათლად ჩანს, თუ სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო. ძალიან სამწუხაროა ავტორის მხრიდან ასეთი განცხადებები. ფაქტობრივად, ტუმბოები ისე განხორციელდა, როგორც პროექტში იყო. სულ რომ ამას იძახდეს ეს ადამიანი, მას ხელშეკრულებით ევალებოდა, პროექტის ნებისმიერ ცვლილებაზე, პროექტის მსვლელობაზე საპროექტო ზედამხედველობის გაწევა. ეს ადამიანი ჩართული იყო, როგორც სამშენებლო პროცესში, ასევე გახსნამდე ადგილზე იყო და ზუსტად იცოდა როგორ განხორციელდა სამუშაოები. არც ერთხელ მისგან არ დაფიქსირებულა პრობლემა“,- განაცხადა ბასილაიამ.

 

 

მსგავსი თემები