ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო  კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს.

ესტონეთის პარლამენტი ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად და საჭიროდ მიიჩნევს აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.

მსგავსი თემები