თავდასხმა ენერგეტიკულ ობიექტებზე – რუსულმა ძალებმა უკრაინაში კიდევ ერთი თბოელექტროსადგური დაბომბეს

მორიგი თავდასხმა ენერგეტიკულ ობიექტებზე – საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში კიდევ ერთი თბოელექტროსადგური დაბომბეს. რუსეთის თავდასხმების შემდეგ, უკრაინის სულ მცირე სამ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ორი დარტყმა განხორციელდა ენერგეტიკულ ობიექტზე ჟიტომირში.

,,ორი დარტყმა ელექტრომომარაგების ობიექტზე. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობს ადგილზე“, – განაცხადა  პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.

ჟიტომირის მერის ინფორმაციით,  ქალაქში ელექტროენერგია და წყალი არ არის. მისივე თქმით, საავადმყოფოები სარეზერვო ელექტრომომარაგებაზე მუშაობენ.

მსგავსი თემები