,,სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე”- არჩილ თალაკვაძე

,,ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დარღვევები მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანამ ძალიან ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე.

„სამწუხაროა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უკრაინა და მისი მხარდაჭერა, სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანამ ძალიან ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე. მოსაზრებები გაიყო და ევროპის საბჭოში ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ჩანაწერს, რომელიც გაკეთდა. ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დარღვევები მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა. საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციას თავდაპირველად მხარი დაუჭირა. იქ მოცემულ წინადადებას მხარს ვუჭერთ. უფრო ბევრად წონიანი რეზოლუციები იყო, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. ამიტომ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვერ დადგება საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. “ნაცმოძრაობამ” რაც კითხვის ქვეშ დააყენა, ეს ზუსტად არის ქვეყნებს შორის მეგობრობა და საერთაშორისო იმიჯი. მათ ზუსტად ამ გათვლით დააინიცირეს და შემოიტანეს ცვლილებები. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატისა და სააკაშვილთან სუბიექტურად დაკავშირებული რამდენიმე დეპუტატის მიერ დაინიცირებული შესწორება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები