,,სააკაშვილი თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა”- ირაკლი ზარქუა

,,სააკაშვილი, რომელიც ბრალდებულია და მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა. ესე იგი, გირგვლიანის მკვლელობა და შემდეგ მისი ხელის დაფარება თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, მაგრამ ვერ გაიზიარებდნენ “იმ სიცრუეს, რაც მეოთხე პუნქტში შეიტანეს.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობა იყო ფასიანი ლობისტების მხრიდან. იმდენად უსუსურები იყვნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები უკრაინის რადაში, მათ შორის ევროსაბჭოში წარმომადგენლები, ვინც ჰყავთ ფასიანი ლობისტები, რომ ჩემი აზრით, ამ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55 ხმით მოხდა. წარმოიდგინეთ, 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55 ადამიანი გამოიძებნა, მათ შორის ხატია დეკანოიძე და მისი შანტრაბა, ვინც იყო ჩასული ევროსაბჭოში. რატომ სამარცხვინო? რადგან იქ ჩაიწერა მეოთხე პუნქტი, სადაც სააკაშვილი, რომელიც ბრალდებულია და მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა. ესე იგი, გირგვლიანის მკვლელობა და შემდეგ მისი ხელის დაფარება თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. ახლა რა თემებიც იხილება, „იმედის“ დარბევა, ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, გალახვა, შევიწროება, თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. ათეულობით მილიონის გაფლანგა, რომელიც მოჰპარა ქართველ ხალხს, გახარჯა და დღემდე იკვლევენ, სად, როგორ დახარჯა – თურმე ეს სააკაშვილის მხრიდან პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ესაა მათი ხელწერა და ამიტომაც არის, რომ მხოლოდ 55 ადამიანმა დაუჭირა მხარი. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომელიც უტევს უკრაინას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარებდით იმ სიცრუეს, რაც მეოთხე პუნქტში შესწორებაში იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები