კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კიევში, შევჩენკოს რაიონში, სახლის ნანგრევების ქვეშ, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი კიდევ იყოს მოყოლილი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა.

მსგავსი თემები