ლაშა ფურცხვანიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს

გრინსერვის პლუსის” დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა. როგორც  დაკითხვიდან გამოსულმა ფურცხვანიძემ აღნიშნა, ვაკის პარკში შადრევანი მწყობრში იყო, ყველაფერი გამართულად მუშაობდა და არ გამორიცხავს, ის ტრაგედია, რაც მოხდა წინასწარ განზრახულიც იყოს.

„ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს მუშაობდნენ, 3 საათი იყვნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. სამჯერ ჩახტა ძაღლი აუზში, ამის კადრებიც არსებობს. ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვიჩენია. ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება. პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს. შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, ამის ტესტირების რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, ახლადგახსნის შადრევანში 3ამ მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი გოგონა კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები