ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ხეჩინაშვილის კლინიკიდან „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

,,მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში,”- განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის,  ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დროს ბავშებს ბურთი აუზში ჩაუვარდათ. მოზარდები ბურთის ამოღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. უბედური შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მსგავსი თემები