უბედური შემთხვევა ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

უბედური შემთხვევა ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დროს ბავშებს ბურთი აუზში ჩაუვარდათ,  თავდაპირველად შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს თვითმხილველების თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა.

დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ გაუწია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მსგავსი თემები