დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება საინტერესო არ არის.
„არ არის საინტერესო ეგ განცხადება. ფაქტები, ფაქტები, ფაქტები”, – აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, „არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს”.