საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს უახლოეს კვირებში გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, რაკეტებსა და იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. მისივე თქმით, საფრანგეთის მიერ მიწოდებული იარაღი უკრაინას დაეხმარება თავი დაიცვას საჰაერო თავდასხმებისგან.

„ეს არის ხმელეთიდან, ზღვიდან, ჰაერიდან და დრონებიდან დაბომბვის ახალი ეტაპი ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

„ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ. ვიყენებთ არა მხოლოდ იარაღს ადგილზე, არამედ ვიყენებთ ინფორმაციის იარაღს”, – აღნიშნა მაკრონმა.

მსგავსი თემები