„მსოფლიოსთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინის ცის დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ყველა ვიდეო მიმართვა თუ ოფიციალური გამოსვლა საჰაერო თავდაცვითი სისტემების საჭიროებას ეხება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თემას ბოლო ვიდეომიმართვაშიც ეხება და აცხადებს, რომ მსოფლიოც დარწმუნდა, რომ ეს აუცილებელია.

„რაც უფრო გაბედული და სასტიკი ხდება რუსული ტერორი, მით უფრო აშკარაა მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის დახმარება ცის დაცვაში  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ამოცანაა. მჯერა, რომ ამ ამოცანას გავუმკლავდებით. მადლიერი ვარ იმ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს გააძლიერონ ჩვენი სახელმწიფოსთვის სწორედ ასეთი მხარდაჭერა – ეფექტური საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები