,,ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა, უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს. ზელენსკი მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას.

„მადლობელი ვარ 143-ვე სახელმწიფოსი, რომელთაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას. მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა: ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა და არასდროს იქნება აღიარებული თავისუფალი ერების მიერ. უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.

„კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ“ – გაერომ რეზოლუცია მიიღო – (mcm.ge)

მსგავსი თემები