რას ითვალისწინებს სანქციების მეცხრე პაკეტი – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტებას აკეთებენ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატში განმარტავენ, თუ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს მომდევნო, მეცხრე პაკეტში.

,,იქნება ისეთი რამ, რაც არ იყო წინა პაკეტებში. მაგალითად, ზოგიერთი რუსული და ბელორუსული ბანკი ჯერ კიდევ არ არის გათიშული SWIFT-დან, განსაკუთრებით, მაგალითად, გაზპრომბანკი. ან, მაგალითად, ფასის ლიმიტი (ფასის შეზღუდვა – UNIAN) ნავთობზე. ასევე წინა პაკეტებში რუსული გაზის შეზღუდვები ჯერ არ არის შეტანილი“, – განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვქვამ.

ამასთან, მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის აკრძალული რუსული გემების ევროპულ პორტებში შესვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასევე, რუსებისთვის შესვლის (ევროპის ქვეყნებში – UNIAN) შესაძლებლობის ჩამორთმევა, ანუ ვიზების გაცემა, მთლიანად ყველა კატეგორიისთვის – ეს ასევე არ შედიოდა წინა პაკეტებში. ამიტომ, ამაზე ვიმუშავებთ“, – განმარტა ჟოქვამ.

მისივე განცხადებით, გრძელდება მუშაობა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეც.

 

მსგავსი თემები