,,ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა”- ლაიენი

,,ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა,”-ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და მისი მეზობელი ქვეყნები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა რუსეთის აგრესია, ენერგეტიკული დაუცველობა, კლიმატური ცვლილებები და საფრთხეეები.

„უკრაინა და მოლდოვა ახლა ჩვენს კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. ცვლილებების ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა ევროპაში, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია ან როცა თავისუფლებისთვის მებრძოლებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი. რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – აღნიშნა ლაიენმა.

,,ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა”- ლაიენი

მსგავსი თემები