,,საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს”- გიორგი კაკაურიძე

,,საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს,”- ასე ეხმიანება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული მხარის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმააც, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

მისივე თქმით,  თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან.

„გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას. საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. თუმცა, ის, რომ ვიღაცამ თქვა და ამიტომ მე თავი უნდა ვიმართლო, არ ვფიქრობ, რომ თავი უნდა ვიმართლო. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მსგავსი თემები