,,თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, არის ეს პიროვნება” – იონათამიშვილი გია ხარჩილავაზე

,,თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს პიროვნებაა,”- ასე ეხმიანება “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის ფაქტს.

მისივე თქმით,  ადგილი აქვს ამ ფაქტით პოლიტიკულ სპეკულირებას, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.

,,თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, არის ეს პიროვნება. ამიტომ ვფიქრობ, ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თავად ფაქტს ცხადია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თანაც იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც სპეკულირებითაა სახელგანთქმული, არავის გვიკვირს,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები