რუსებმა ავდიივკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს – დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი

დონეცკის ოლქში დასახლება ავდეევკასთვის რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.

დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით  საოკუპაციო ძალებმა დარტყმა განახორციელეს ავდეევკას ცენტრალურ ბაზარზე.

„ასეთ დაბომბვას არ აქვს არანაირი სამხედრო ლოგიკა – მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის მოკვლისა და სხვების დაშინების შეუკავებელი სწრაფვა. ამაშია რუსების მთელი არსი. მათ არ ძალუძთ უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ეომებიან უიარაღო სამოქალაქო პირებს“, – აცხადებს კირილენკო.

მსგავსი თემები