„გირჩი“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ბრიფინგზე, პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივა მოქმედ კანონმდებლობით დაწესებული ქონების გადასახადის ცვლილებას შეეხება, რომლებიც წლის განმავლობაში, 40 ათას და 100 ათასს ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდება.

 „ეს კანონი 2010 წელს არის მიღებული, როდესაც ლარის სხვა კურსი იყო. მას შემდეგ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ დამატებით იბეგრებიან. პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით, 70 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები აღარ დაიბეგრებიან. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქონების ღირებულების 0.05%-დან-0.2% მდე  დაიბეგრებიან ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც წლის განმავლობაში 70-175 ათასი ლარია, ხოლო ქონების ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე ქონების გადასახადს, 175 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

 პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.

მსგავსი თემები