,,ელჩს თავს ნიკა გვარამია და ნიკა მელია დაესხნენ, სხვა არ მახსენდება”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე   აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უაღრესად შემაშფოთებელია კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმები.

კობახიძის თქმით, კელი დეგნანს თავს ორჯერ – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დაესხნენ.

,,საუბარი იყო მე რაც ვიცი თავდასხმაზე, ეს ტერმინიც იყო გამოყენებული, მე არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე გარდა ორისა, ორი გამონაკლისი იყო, ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას, მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები, გამონათქვამები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება”, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ,,ხალხის ძალის” წევრების განცხადებები ელჩს თავდასხმა არ არის.

,,ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, ისინი აზიანებენ ურთიერთობებს და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვექნებოდა გამიჯვნა, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ მათ დაიწყეს ყველაფერი კითხვების დასმით, მერე კითხვებს არ გაეცა პასუხი და მერე მოჰყვა ამას მათი ინტერპრეტაცია, ეს რა თქმა უნდა, არ არის თავდასხმა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე”- ბონი ჯენკინსი

მსგავსი თემები