,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე”- ბონი ჯენკინსი

  ,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ,” – ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა განაცხადა. ჯენკინსის თქმით, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის იმ დიდი სქემის, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. „შეხვედების განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ასევე საქართველოს … ვრცლად ,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე”- ბონი ჯენკინსი