ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატოს კარი უნდა გაიღოს

უკრაინის განაცხადა ნატო-ში დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც ეხმაურება. როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, მხარს უჭერს ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ს ღია კარს, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება და შეუძლიათ ნატო-ს შესაძლებლობები შემატონ. ამისთვის არსებობს პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ალიანსის დაჩქარებული წესით წევრობის განაცხადი მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორეიების ანექსია ოფიციალურად გამოაცხადა.

პრეზიდენტი ზელენსკი ნატო-ში შესვლას ითხოვს და განაცხადს აკეთებს

მსგავსი თემები