ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელიც თავს დამნაშავედ ცნობს.

„დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო”, – განაცხადა ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა.

მოსამართლემ სხდომაზე აღნიშნა, რომ  გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, მაგრამ რადგან ის დანაშაულის ჩადენის დროს, შეზღუდული შერაცხადობის პირობებში იყო, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ,  მკვლელობა თბილისში გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს, ქეთა კეპულაძეს, დანით 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები