„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სხვა დროს უნდა გადაწყდეს“ – აცხადებენ თეთრ სახლში

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ეტაპზე სასწრაფოდ აუცილებელია უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა, არც შეეხება ალიანსის წევრობას, ეს საკითხი სხვა დრო უნდა გადაწყდეს.

„აშშ ათწლეულებია, მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. ნატო-ს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატო-ს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი პოზიციით, ამჯერად უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ“, – უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა,​ ჯეიკ სალივანმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინა ამერიკისგან დახმარების სწორედ იმ პაკეტს მიიღებს, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.

მსგავსი თემები