,,პუტინს და ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა არც ყირიმის აღიარებაზე.

„ეს არის აბსოლუტურად შიდა საქმე, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის სათანადო დროს მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა.

მსგავსი თემები