,,ორ ირაკლის ვეკითხები: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა?!”- გიორგი ვაშაძე

,,ვეკითხები ორ ირაკლის: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებების გარდა, რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა ?! თუ არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებთ, ნიშნავს, რომ მოსკოვიდან დაგირეკეს და გითხრეს, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ!,” – ამ სიტყვებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

ვაშაძე ხელისუფლება კითხვით მიმართავს, თუ რა ქმედების განხორციელებას გეგმავენ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,ვიზიტის” საპასუხოდ.

,,ჩვენ “ქართული ოცნების” ლიდერთა მხრიდან გულზე მჯიღის ცემის და მკაცრი განცხადებების კასკადი ვნახეთ. ახლა თუ აპირებთ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გამოდით და გვითხარით, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლებაში მყოფი “ქართული ოცნება”, რომელიც ამდენი ხანი რუსეთს კვერს უკრავდა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების – ჩვენი ძირძველი მიწის – დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება. ერთ ირაკლის და მეორე ირაკლის, ერთ პრემიერს და მეორე პრორუსული პარტიის თავმჯდომარეს ვეკითხები, გარდა თქვენი “ბობოქარი” განცხადებებისა რაიმე ქმედების განხორციელებას აპირებთ თუ არა?! თუ არ განახორციელებთ არც ერთ ქმედებას, ჩაითვლება, რომ თქვენ რუსეთიდან დაგავალეს დროზე გაჩუმდეთ! თუ რაიმე ქმედებას განახორციელებთ, ამას შემდგომ შევაფასებთ თუ რა ტიპის იქნება ეს ქმედება”, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები