,,ჩემი თვალით მაქვს რუკა ნანახი, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა”- მიქაელ ბოტკოველი

,,საპატრიარქოში ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა, რატომ მოხდა ეს, სწორედ ამას ედავება გამოძიება,”– ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მიქაელ ბოტკოველი საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაიკითხა. მას კითხვები  საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ნინო კალანდაძის განცხადების შემდეგ საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ შეფასებაზე დაუსვეს.

„ვიმყოფებოდი სხდომათა დარბაზში ქალბატონი ნინო კალანდაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადების გაკეთების მიზეზი და რატომ ჰქონდა ეკლესიას მძაფრი რეაქცია. ქალბატონ ნინო კალანდაძის განცხადებას თუ ნახავთ, საუბრობს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის ის კონკრეტული ლოკაციები, რომლებიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს არ ეკუთვნის. ეს გახდა რა თქმა უნდა, ჩვენი მძაფრი რეაქციის საფუძველი. ეს იყო საპატრიარქოს პოზიცია, რადგან მე წარმოვადგენდი საქართველოს საპატრიარქოს, მაშინაც და ახლაც“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მსგავსი თემები