,,ივანიშვილი არც ოლიგარქია და მითუმეტეს არც რუსი”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას პასუხობს. დავითულიანის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება არამეგობრული და უსამართლოა.

„რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და ალბათ, მომავალშიც დაუწესებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და მისი საქმე არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვუსურვებთ წარმატებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებები არის ძალიან აგრესიული, არამეგობრული და ძალიან უსამართლო, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს. ჩვენ არ დაგვიწყნია მათი ლანძღვა, როცა საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი და სხვა არაერთი ძებნილი პირი ჰყავდათ თანამდებობებზე, ახლა კეთილი ინებონ, რამენაირად მოთმინება მოიკრიბონ, მათი მდგომარეობა, ემოციური ფონი და ყველაფერი მესმის, მაგრამ იმაზე მეტს ნუ იღებენ თავის თავზე, ვიდრე ეკუთვნით, არ შეიძლება, მათი საქმე არ არის და მათ არავინ ეკითხება”, – აღნიშნა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა ყველა რუსი ოლიგარქის უნდა  მოითხოვა, მათ შორის, ივანიშვილიც მოიხსენია.

მსგავსი თემები