,,ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ საფრთხეებს”- თავდაცვის მინისტრი

,,ეს რუსეთის შიდა საკითხია, ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს; ასე რომ, ამ ეტაპზე ასე არ განვიხილავთ“,-  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საზღვის სიახლოვეს რუსეთის მიერ ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და მათ შორის ლარსზეც, კონტროლი გამკაცრებულია.

„ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

მსგავსი თემები