,,ვარკეთილში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს – გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე ფულს იპოვით გავიყოთ“ – ხაბეიშვილი

,,ვარკეთილში მესამე ა მიკრო რაიონში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს. გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, შემდეგ ერთად გავიყოთ“,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტს კითხვაზე, „რამდენს გიხდით კეზერაშვილი?“

ხაბეიშვილის თქმით, მილიარდელის მხრიდან მის დაფინანსებაზე საუბარი უხერხულია.

„მე დეკლარაციას ვავსებ, ჩემი დეკლარაცია და ანგარიშები გამჭვირვალეა, შეგიძლიათ, გადახედოთ. ლევან ხაბეიშვილს არანაირი უძრავი ქონება არ აქვს, მოძრავი ქონება მაქვს მხოლოდ ერთი, ავტომობილი. ვარკეთილში მესამე ა მიკრო რაიონში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს. როცა მეუბნებით, რომ მილიარდელი გაფინანსებთ, ცოტა უხერხულია. თქვენ გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, შემდეგ ერთად გავიყოთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები