პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

უწყების ცნობით, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტის ორივე პალატას მიმართავს და  უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადოს.

,,არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე რეფერენდუმი 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს”, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

მსგავსი თემები