,,რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ დღეს?!”- ვახტანგ გომელაური

,,მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის, და ახლა დავკეტოთ დღეს?! შემოდიოდნენ და შემოვლენ”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს ჩაიკეტოს თუ არა საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

,,მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის და ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაში უკვე სხვანაირად ფიქრობენ, სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი იძახის უნდა ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი იძახის, პირიქით შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში, არ მოკლან უკრაინელები, იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელი უნდათ, უნდა შემოვუშვათ, თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები”,- განაცხადა გომელაურმა.

 

მსგავსი თემები