რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, თავდასხმა იჟევსკის სკოლაში გუშინ დილით მოხდა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

 

მსგავსი თემები