უკრაინაში ირანული დრონები ჩამოაგდეს

უკრაინული მხარე ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, ჩამოგდებულია „კამიკაძე“ დრონები.

„გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა ოთხი „შაჰედ-136“ –„კამიკაძე“ გაანადგურეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩამოგდება ოდესის ტერიტორიაზე მოხდა.

 

მსგავსი თემები