ინსტრუქცია – როგორ ჩავბარდეთ ტყვედ?!

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მაშ შემდეგ რაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში რუს სამხედროებს არაფერი ემუქრებათ, „ცხელ ხაზზე“ უამრავი ზარი შედის რუსეთიდან და კითხულობენ როგორ უნდა ჩაბარდნენ ტყვედ.

„ცხელ ხაზზე“ ახლა უამრავი ზარია ახლად მობილიზებული რუსებისგან და მათგან, ვინც ჯერ არ არის მობილიზებული. გვირეკავენ და გვეკითხებიან, მობილიზების შემთხვევაში, რა უნდა გავაკეთო, როგორ ჩავბარდეთ ტყვედ-ომ აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.

მისი შეფასებით, რუსებს დაბალი მოტივაცია აქვთ და საერთოდ არ სურთ ომში წასვლა, უბრალოდ, ვინც ქვეყნიდან ვერ გაასწრო და ძალით მიჰყავთ სხვა გზა არ რჩებათ.

 

მსგავსი თემები