რუსებმა ოდესაში უკრაინის სამხედრო ობიექტზე ,,კამიკაძე“ დრონებით იერიში მიიტანეს

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, სერჰი ბრაჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა  ოდესის ოლქზე იერიში „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით მიიტანეს.  ორი თავდასხმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე მოხდა, აფეთქდა საბრძოლო მასალა.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთი დრონი გაანადგურეს. მისივე განცხადებით, მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

მსგავსი თემები