,,უკრაინელებმა პუტინს აჯობეს”- ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინს აჯობა. მისივე თქმით,  “ყალბი მუქარების მოსმენის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს”.

,,მან უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა მას (პუტინს) აჯობეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას რუსეთის წინააღმდეგ შეტევებში. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

მსგავსი თემები