ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციასთან ერთად, სამხედროები და რეინჯერები არიან ჩართული

ბორჯომის ხეობაში სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.  ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ავიაციაც არის ჩართული.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედროები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

ამ დროისთვის, ადგილზე დაკვამლიანება მნიშვნელოვნად არის  შემცირებული.

 

მსგავსი თემები