დაღესტანში შეტაკებები გრძელდება

პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკებები დაღესტანშიც დაიწყო. საპროტესტოდ გამოსული ადგილობრივები პუტინის ბრძანებას აპროტესტებენ, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად, მოსახლეობის ნაწილობრივ მობილიზაციას გულისხმობს.

პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დასდევს, სასტიკად უსწორდება და აკავებს. ელექტროშოკებსაც კი იყენებენ. დაღესტნის მოსახლეობა უკრაინაში წარმოებულ რუსეთის ომს გმობს და აპროტესტებს.

აქციაზე მამაკაცებთან ერთად ქალებიც გავიდნენ, თუმცა, პოლიცია ყველას თანაბრად უსწორდება.

მსგავსი თემები